მინისტრიმირიანე ოდიშარია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაარსდა 1917 წლის 1 მაისს და წლების მანძილზე იყო ევროპული ტიპის ერთადერთი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი კავკასიაში. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, 1947 წლიდან კი გამოჩენილი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია არის 1917 წელს დაარსებული კონსერვატორიის უფლებამონაცვლე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ეს წესდება ადგენს სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობებს, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, აგრეთვე კონსერვატორიის სტატუსს, მისი საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს.
თავი I
ზოგადი დებულებებ