1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება:
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი);
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
ვ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები - ფაკულტეტები;
ზ) სადისერტაციო საბჭოები;
თ) სასწავლო თეატრი;
ი) სასწავლო სტუდია;
კ) ბიბლიოთეკა;
ლ) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
მ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები: რექტორის აპარატი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოები.
2. უნივერსიტეტის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
3. უნივერსიტეტის საშტატო ნუსხა მტკიცდება რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანებით თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და ხელფასის მითითებით.
4. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო