უნივერსიტეტის მიზანია:
ა) მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მომზადება;
ბ) ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია;
გ) სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;
დ) აკადემიური პერსონალისა და პედაგოგების პროფესიული განვითარება, ახალი სამეცნიერო პერსონალის მოზიდვა;
ე) სამეცნიერო კვლევებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება;
ვ) ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით კინო - ტელემიმართულებით;
ზ) კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო კურსების განხორციელება;
თ) ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება და განვითარება;
ი) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება;
კ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის ხელშეწყობა