უნივერსიტეტის მისიაა:

ა) ხელოვნების დარგების (პრიორიტეტულად - თეატრალური ხელოვნების, კინო და მედიახელოვნების, ტრადიციული ქართული ქორეოგრაფიული და სამუსიკო ხელოვნების) განვითარება და მათი კვლევა, ამ დარგებში აკადემიური უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა;

ბ) მაღალი რანგის პროფესიონალების აღზრდა. მომავალ ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ხელოვნების მეშვეობით  მისსავე წიაღში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზება;

გ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების ფორმირება ორი ძირითადი ორიენტირით – საშემსრულებლო/შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგების თეორიული კვლევების საშუალებით – ხელოვნების შესაბამისი დარგებისათვის დამახასიათებელი მეთოდებისა და მიღწევების შესწავლა და კვლევა;

დ) მაღალკვალიფიციური სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობის დანერგვა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების დანერგვით პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული სახელოვნებო-შემოქმედებითი განათლების მიღების შესაძლებლობა;

ვ) ხელოვნების შესაბამის დარგებში ტრადიციული სპეციალობებით თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოება და ახალი სპეციალობების დანერგვა; ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სწავლებისა და კვლევის პირობების უზრუნველყოფა; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნერებების პრობლემების კვლევის,  როგორც წარმატებული სწავლების, ხელოვნების სფეროში მეცნიერთა მომზადების და ახალი ცოდნის შექმნის საფუძვლის განვითარება;

ზ) სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარების განვითარება; ხელოვნების სეგმენტის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

თ) მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საგანმანათლებლო პროგრამებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მიღწევების გაზიარება და რეკომენდაციის გაცემა;

ი) ქართული კულტურისა და ხელოვნების – ქართული თეატრისა და კინოს, ტრადიციული  ქართული ხელოვნების განვითარება საშემსრულებლო/შემოქმედებითი პოტენციალისა თუ უნარების  გააქტიურებისა და თეორიული კვლევების საშუალებით;

კ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლებისა და ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია; ხელოვნების მენეჯმენტის, კულტურული ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფა;

ლ) ხელოვნების ნაწარმოებების შექმნა და წარდგენა სწავლის, სწავლებისა და შეფასებების პროცესში;

მ) სტუდენტებზე მორგებული სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების წახალისება და დანერგვა;

ნ) სწავლების შინაარსობრივი მხარის, მიდგომების და შედეგების მიმართ მრავალფეროვანი დამოკიდებულების ხელშეწყობა;

ო) შემოქმედებითი აზროვნებისა და პროცესისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფა; შემოქმედებით პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული კვლევების წახალისება;

პ) აკადემიური და სამეცნიერო პროცესის მრავალფეროვნების ხელშეწყობა, დაცვა და საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში;

ჟ) ახალი ტექნოლოგიებისა და მასმედიის საშუალებების გამოყენება შემოქმედებით ინსტრუმენტებად;

რ) აკადემური პერსონალის ხელშეწყობა – შეიმუშაონ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები; უზრუნველყონ საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალური მოქნილობა;

ს) სტუდენტებისა და პედაგოგების თავისუფალი მობილობის უზრუნველყოფა, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და  კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა;

ტ) თანამედროვე ხელოვნების შესაბამისი დარგის, სფეროს განვითარებასა თუ უფრო ფართო კულტურულ კონტექსტში სტუდენტებისთვის საკუთარი წვლილის შეტანის ხელშეწყობ