1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და დამატებით, რომელიმე საინფორმაციო წყაროს საშუალებით ინტერნეტში ან პრესაში, საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 10 დღე, რის შემდეგაც ხდება შერჩევა და შედეგების გამოცხადება.
3. კონკურსის პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო.
4. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
6. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 3 ან 4 წლის ვადით.
7. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, 3 ან 4 წლის ვადით.
8. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საშემსრულებლო მიმართულებებზე აკადემიური თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც არა აქვს მოპოვებული დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შემოქმედებითი საქმიანობით. ასეთ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია უნდა შემოწმდეს აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნებით.
9. აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ფაკულტეტის საბჭოს რეკომენდაციისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ფაკულტეტის მიერ რეკომენდაცია გაიცემა და აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სიითი შეადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით.
11. არჩეულ აკადემიურ პერსონალთან შრომის ხელშეკრულებას აფორმებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი