1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

5. უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ- პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კონკურსს ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.

6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

7. კონკურსის ჩატარების პროცედურებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭ