1. ატესტაცია არის პროფესორის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. ამ წესდების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
3. პროფესორის პროფესიული უნარებისა და აკადემიური საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხდება შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
4. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
5. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. ატესტაციის შედეგების მიხედვით, საატესტაციო კომისიას თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება (დასკვნა):
ა) პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგი იწვევს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
9. ატესტაციის პროცედურულ საკითხებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭ