1. ატესტაციას ექვემდებარებიან:

ა) სამსახურის თანამშრომელი სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი). სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე ატესტაცია, მაგრამ მან არ უნდა შეადგინოს ატესტაციის ჩატარებიდან 6 თვეზე ნაკლები პერიოდი;

ბ) სამსახურის თანამშრომელი, რომელიც წაყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.

2. ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) სამსახურის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადი