1. ტესტი შედგება 100 კითხვისაგან. შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს ლოგიკური ამოცანები, რომელთა ამოსახსნელად აუცილებელია ელემენტარული არითმეტიკული ცოდნა, საქართველოს ისტორიის საკითხები, ასევე შესაძლებელია ტესტებში შეტანილ იქნეს საკითხები, რომლითაც შესაძლებელია კანდიდატის ზოგადი უნარ-ჩვევების შემოწმება.

2. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

3. ტესტირებისას კანდიდატის ამოცანაა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხი ტესტში და ტესტის თავფურცელში.

4. თუ ტესტსა და ტესტის თავფურცელში შემოხაზული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათთან არსებული ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხ