1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს უფროსს და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებელად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის
, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
4. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობა