1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული მოსაზრება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.02.2026
მუხლი 4. კომისიის რეგლამენტი
თავი II — საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 3. კომისიის მიზანი
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 7. კონკურსის მიზანი
- მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 9. კომისიის სამდივნო
- მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 14. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 16. ატესტაციის ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №782, 27.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.858 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87682/muxli-4/