1. სამსახურის თანამშრომელთა ატესტაციისა და კანდიდატთა კონკურსის ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და კომისიის მდივანი.
2. სამსახურის იმ თანამშრომელთა ატესტაციას, ვისი დანიშვნის უფლებამოსილებაც შედის საქართველოს ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაში, ატესტაციას ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს (შემდგომში – კომისიის თავმჯდომარე) ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) წარდგინებით, ხოლო კომისიის წევრებს და კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტები