1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში სამდივნოს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

დ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი.

2. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები და დედნები. ასლების დედნებთან ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დედნები დაუბრუნდება კანდიდატს.

3. საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კანდიდატები მიიღებენ სარეგისტრაციო ბარათს, რომელშიც მითითებული იქნება მისი სარეგისტრაციო ნომერი, კონკურსის შემთხვევაში – ტესტირების (ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარების), ხოლო გასაუბრების შემთხვვაში – გასაუბრების ჩატარების დრო, ადგილი და იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც კანდიდატმა შემოიტანა განცხადებ