1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) ავტობიოგრაფია/CV;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);

დ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ფერადი ფოტოსურათი (ზომა ¾);

ვ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე–2 პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და  ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დაუბრუნდება კანდიდატ