1.ა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო;  დანიშნოს და გაათავისუფლოს სამდივნოს უფროსი.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

ბ) კანდიდატთა განცხადებების მიღებას;

გ) კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;

დ) დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას;

ე) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;

ვ) ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.

3. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.

4. სამდივნო ფუნქციონირებს  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უფლებამოსილების ვადი