1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო; დანიშნოს და გაათავისუფლოს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნო უზრუნველყოფს:
ა)
კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კანდიდატთა განცხადებების მიღებას;
გ)
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
დ)
დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას;
ე)
კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
3. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
4. კონკურსის ან/და ატესტაციის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.07.2013
მუხლი 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები
- მუხლი 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 5. საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 8. კონკურსის მიზანი და ამოცანები
- მუხლი 9. კონკურსის პრინციპები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის
- მუხლი 12. კონკურსის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 13. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №17, 16.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1942286/muxli-6/