1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 14 დღიანი ვადა კონკუსრის გამოცხადების დღიდან.
4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო.
5. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
დ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და წარდგენის ვადა;
ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 14 დღისა.
7. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
8. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად