1. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე–4 მუხლის შესაბამისად.
2.
კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
3. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
4. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.07.2013
მუხლი 14. კონკურსის შედეგები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. კონკურსის მიზანი და ამოცანები
- მუხლი 9. კონკურსის პრინციპები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის
- მუხლი 12. კონკურსის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 13. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
- მუხლი 16. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 17. ატესტაციის მიზნები
- მუხლი 18. ატესტაციის პრინციპები
- მუხლი 19. ატესტაციის დრო
- მუხლი 20. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №17, 16.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016124 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1942286/muxli-14/