1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში წარადგენს დახასიათებას საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის #47 ბრძანებულებით  ,, საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ'' დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.  იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატი.
5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია მარნეული მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ დებულების 21–ე მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ'' ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას