1.
ატესტაციას ატარებს საკონკურსო–საატესტაციო კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურში წარადგენს დახასიათებას, იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური.
5.
ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:
ა)
სხვა და სხვა სახის ტესტირება;
ბ)
წერითი დავალება;
გ)
გასაუბრება.
6.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო–საატესტაციო კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9.
ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით იგი იღებს წინამდებარე დებულების 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.01.2016
მუხლი 23. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. გასაუბრება
- მუხლი 18. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
- მუხლი 19. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 20. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 21. ატესტაციის მიზნები
- მუხლი 22. ატესტაციის ჩატარების დრო
- მუხლი 24. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 25. ატესტაციის შედეგები
- მუხლი 26. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №5, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2706290/muxli-23/