1.
კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, სხდომაზე განიხილავს საკითხს კანდიდატთა დაუსწრებლად.
2.
კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნი პირის აზრს.
3.
კონკურსის შედეგების მიხედვით ქულათა სისტემით ან კომისიის წევრთა ინდივიდუალური შეფასებებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას:
ა)
დასანიშნად წარადგენს კანდიდატს;
ბ)
უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
4.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილების თაობაზე;
5.
კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
6.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებიდან 5 ( ხუთი) სამუშაო დღის ვადაში თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს აცნობოს კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
7.
კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.01.2016
მუხლი 18. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 14. განცხადების გადარჩევა
- მუხლი 15. წერითი დავალება
- მუხლი 16. ტესტირება
- მუხლი 17. გასაუბრება
- მუხლი 19. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 20. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 21. ატესტაციის მიზნები
- მუხლი 22. ატესტაციის ჩატარების დრო
- მუხლი 23. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №5, 29.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016190 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2706290/muxli-18/