1. სამსახურის ადმინისტრაცია კომისიას წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და სამსახურის იმ თანამშრომელთა სიას, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას, რის საფუძველზეც ატესტაციის ჩატარებაზე სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება დახასიათება სამსახურის თანამშრომლის ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს სამსახურის თანამშრომლის ყოველმხრივ შეფასებას (მისი პროფესიული და პირადი თვისებები, კომპეტენტურობა, საქმის გაძღოლის უნარი, პატრიოტიზმი, ავტორიტეტი, პასუხისმგებლობის და ინიციატივის გრძნობა და სხვ. დახასიათება ასევე უნდა მოიცავდეს სამსახურის თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზს).
3. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაცია ტარდება გასაუბრებით.
5. სამსახურის იმ თანამშრომლებისათვის, რომელთათვისაც დადგენილია სპეციალური ფიზიკური მომზადება, სავალდებულოა გასაუბრებამდე მათი ფიზიკური მომზადების შემოწმება.