1.  ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს დახასიათებას დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმის მიხედვით. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.

3.  მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.

4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების  ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

5.  ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით:  სხვადასხვა სახის ტესტირება,  წერითი დავალება ან/და გასაუბრება.

6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს,  შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდებსა და თემატიკას,  მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით,  განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით,  კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.

8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობ