1. ატესტაციას ატარებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი სამდივნოში წარადგენს დახასიათებას დანართი 3-ის მიხედვით. იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საკრებულოში-საკრებულოს აპარატი და მერიაში - მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილება.
5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმებით:
ა) ტესტირება;
ბ) წერითი დავალება;
გ) გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერთან შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით მოხელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, იგი იღებს შემდეგ შეფასებას: მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობა, რაც შესაძლებელია იყოს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველ