1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის მოხელეთათვის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი მერიის მოხელეთათვის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საკრებულოს აპარატი საკრებულოში და მერიაში - ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამისი განყოფილება, საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა დაპირობების შესახებ, ასევე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს და საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარ