1. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კადრების სამმართველო საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიებს და შესაბამის დოკუმენტაციას.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი საატესტაციო დახასიათება ატესტაციის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
3. დახასიათება ასახავს მოხელის პრაქტიკული საქმიანობისა და პროფესიული მომზადების სრულ და ობიექტურ შეფასებას, მისი ინდივიდუალური თვისებებისა და მუშაობის ანალიზს. დახასიათებას ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე საატესტაციო დახასიათებას ხელს აწერს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისი საკურატოროს მიხედვით.
5. ატესტაცია ტარდება ორ ტურად:
ა) პირველ ტურში ტარდება ტესტირება სპეციალიზებული ტესტების მიხედვით; ტესტები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მოხელე სწორად უპასუხებს მოცემული კითხვების 70 პროცენტს;
ბ) მეორე ტურში ტარდება გასაუბრება.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრებას ატარებს, როგორც წესი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით.
7. საკონკურსო-საატესტაციო კომისია იხილავს წარმოდგენილ მასალებს, უსმენს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აძლევს მას შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.
8. საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს მოხელის შესაბამისობას დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, მათ შორის თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებაში მოცემულ მოთხოვნებთან.
9. მოხელის შეფასებას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ახდენს ფარული კენჭისყრით.
10. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას) – ექვემდებარება ერთი წლის შემდეგ ხელახალი ატესტაციის გავლას;
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
11. ატესტაციის შედეგები (შეფასება და რეკომენდაციები) შეიტანება საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და საატესტაციო დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ ატესტაციას.
12. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობა დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.
13. ატესტაციაზე მოხელეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს ატესტაციის შედეგების უარყოფითად შეფასების საფუძველს.
14. ატესტაციაზე მოხელეთა გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და გრაფიკით გათვალისწინებულ სხვა ვადებში მისი ატესტაციაზე დაშვების საკითხს წყვეტს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
15. საატესტაციო ფურცელი თანდართულ მასალებთან ერთად ატესტაციის ჩატარებიდან ათი დღის ვადაში გადაეცემა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
16. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, მოხელის საკლასო ჩინის მინიჭების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.11.2003
მუხლი 19. ატესტაციის ჩატარების წესი
თავი IV — ატესტაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა ათი დღის ვადაში
- ვადა ერთი თვის ვადაში
- განაკვეთი 70 პროცენტს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
- მუხლი 12. კონკურსში მონაწილეს შეფასება
- მუხლი 13. კონკურსის შედეგები
- მუხლი 14. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი რეზერვში ჩარიცხვა
- მუხლი 17. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 18. ატესტაციის დრო
- მუხლი 20. საპრეტენზიო კომისიის ფუნქციები
- მუხლი 22. საკლასო ჩინების მინიჭება
- მუხლი 23. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი
- მუხლი 24. პირები, რომლებიც ექვემდებარებიან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას
- მუხლი 25. პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №111-ს, 19.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.214.006.191 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56890/muxli-19/