1. საქსტანდარტის საფინანსო-საკადრო სამმართველო საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წარუდგენს ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიებს და შესაბამის დოკუმენტაციას.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეზე მოხელის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ შედგენილი დახასიათება (დანართი N 1) ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
3. დახასათება ასახავს მოხელის პრაქტიკული საქმიანობისა და პროფესიული მომზადების სრულ და ობიექტურ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და მუშაობის ანალიზს. დახასიათებას ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
4. საქსტანდარტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე საატესტაციო დახასიათებას ხელს აწერს საქსტანდარტის თავმჯდომარის მოადგილე.
5. მოხელე ეცნობა მასზე შედგენილ დახასიათებას და აწერს ხელს.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მოხელის ატესტაციას ატარებს, როგორც წესი, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით.
7. საკონკურსო-საატესტაციო კომისია იხილავს წარმოდგენილ მასალებს, უსმენს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აძლევს მას შეკითხვებს, საჭიროების შემთხვევაში ატარებს მოხელის წერილობით გამოკითხვას.
8. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მოხელის ატესტაციას ატარებს სამუშაო ადგილის აღწერილობაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ფაქტორების მიხედვით და შეფასებისას ითვალისწინებს მოხელის მუშაობის შესახებ მისი უშუალო ხელმძღვანელის დასკვნას.
9. საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს მოხელის შესაბამისობას დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, მათ შორის, თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ქვედანაყოფის დებულებაში მოცემულ მოთხოვნებთან.
10. მოხელის შეფასებას საკონკურსო-საატესტაციო კომისია ახდენს ფარული კენჭისყრით.
11. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (შეიძლება მისი დაწინაურება ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით);
ბ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, კომისიის მიერ მიცემული რეკომედაციებით გააუმჯობესოს მუშაობა (კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და სხვ.) და ერთი წლის შემდეგ გაიაროს განმეორებით ატესტაცია;
გ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
დ) გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
12. ატესტაციის შედეგები (შეფასება და რეკომენდაციები) შეიტანება მოხელის საატესტაციო ფურცელში (დანართი №2), რომელიც ივსება ერთ პირად და საატესტაციო დახასიათებასთან ერთად დაერთვის მის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა წევრი, რომლებიც ესწრებოდნენ ატესტაციას.
13. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ, კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელზე მისი ხელის მოწერით.
14. ატესტაციაზე მოხელეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს ატესტაციის შედეგების უარყოფითად შეფასების საფუძველს.
15. ატესტაციაზე მოხელეთა გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და გრაფიკით გათვალისწინებულ სხვა ვადებში მის ატესტაციაზე დაშვების საკითხს წყვეტს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
16. საატესტაციო ფურცელი კომისიის გადაწყვეტილებითა და რეკომენდაციებით, თანდართულ მასალებთან ერთად, ატესტაციის ჩატარებიდან ათი დღის ვადაში გადაეცემა საქსტანდარტის თავმჯდომარეს.
17. საქსტანდარტის თავმჯდომარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომედაციების გათვალისწინებით, ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მოხელის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ