1.
კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს (დანართი №2) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3.
მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა შევსებიდან ორ დღეში და ხელს აწერს მას.
4.
ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) მოახსენებს ატესტაციის შედეგების შესახებ.
5.
საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.თავი V
დავის განხილვა და გადაწყვეტ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 17.07.2013
მუხლი 20. ატესტაციის შედეგები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 20, №19, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.113.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1970928/muxli-20/