1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში წარადგენს დახასიათებას (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში წარადგენს დახასიათებას (დანართი №1). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
5.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობაში ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
6.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა სახის ტესტირების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების ფორმით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია საკრებულოს თავმჯდომარესთან (გამგებელთან) შეთანხმებით.
7.
გასაუბრება იმართება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, სადაც პირი მუშაობს.
8.
გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
9.
ატესტაციაზე მოხელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხის განხილვა გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს ამ წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 17.07.2013
მუხლი 18. ატესტაციის ჩატარების წესი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
- მუხლი 14. კონკურსის შედეგები
- მუხლი 15. ატესტაციის მიზნები
- მუხლი 16. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
- მუხლი 17. ატესტაციის ჩატარების დრო
- მუხლი 19. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 20. ატესტაციის შედეგები
- მუხლი 21. საპრეტენზიო კომისია და დავის გადაწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 18, №19, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.113.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1970928/muxli-18/