1.
კომისია კონკურსის შედეგებს განიხილავს სხდომაზე კანდიდატების დაუსწრებლად.
2.
კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად და ივსება კანდიდატის შეფასების ფორმა (დანართი №5).
3.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს წარდგენაზე.
5.
კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებლის ვაკანსიის არსებობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში) ან გამგებელს (გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანსიის არსებობის ან/და შტატის დამატების შემთხვევაში)კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის, ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6.
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე, ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.თავი IV
ატესტაცი