1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ ან/და საკრებულოს აპარატში შტატის დამატების შესახებ, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დამატებული თანამდებობის სამუშაოს აღწერა (დანართი №3).
2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და საშტატო ერთეულის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება და სამუშაოს აღწერა (დანართი №3). განხილვის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების შესახებ ან/და შტატის დამატების შესახებ და წარუდგენს მას კომისიას, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დამატებული თანამდებობის სამუშაოს აღწერა (დანართი №3).
3.
კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების მომზადებას და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია.
4.
კონკურსს, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კომისია აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (hr.gov.ge) საშუალებით. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების დღე.
5.
2014 წლის 1 იანვრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი (საკრებულო და გამგეობა) უფლებამოსილია მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსი გამოაცხადოს აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.
6.
შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა)
დაწესებულების დასახელება და კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობის დასახელებას;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს (განათლება, კვალიფიკაცია და უნარები);
გ)
შესასრულებელ სამუშაოს;
დ)
განცხადებებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა;
ე)
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის;
ვ)
კონკურსის თემატიკა და ფორმასა;
ზ)
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართს;
თ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.
7.
კომისიის სხდომა ტარდება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კონკურსის გამოცხადების დღიდან არაუადრეს 10 დღისა