1.
კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2.
კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5.
კომისიას აქვს ბეჭედი, შტამპი, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების ბლანკი, კომისიის ბლანკი (მიმართვებისთვის) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.
კომისიის ბეჭდის, შტამპის, კომისიის ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე, კომისიასთან შეთანხმებით.თავი III
კონკურს