1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსსა და საჯარო მოხელეთათვის ატესტაციას ატარებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია).
2.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
3.
კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად.
4.
კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: პროფესიული კავშირის წევრი(ები); მოწვეული დამოუკიდებელი სპეციალისტი(ები). კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსი გამოცხადებულია ამ თანამდებობაზე და/ან კომისიამ უნდა მოხდინოს მისი ატესტაცია).
5.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
6.
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7.
ამ დებულებით განსაზღვრული საკითხების რეგულირების მიზნით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს