1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო).
2.
სამდივნო კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადებების მიღებას;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3.
სამდივნო კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას.
4.
სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
5.
მდივანი პასუხისმგებელია სამდივნოს საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს საქმიანობას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 17.07.2013
მუხლი 6. კომისიის სამდივნო
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები
- მუხლი 3. საკონკურსო-საატესატაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 7. კომისიის საქმიანობაზე დამკვირებელი
- მუხლი 8. კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №19, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.113.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1970928/muxli-6/