ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კონკურსის და ატესტაციის პრინციპებია:
1.
ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
2.
გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის;
3.
არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
4.
საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
5.
კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩაატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ;
6.
კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 17.07.2013
მუხლი 2. კონკურსისა და ატესტაციის პრინციპები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 3. საკონკურსო-საატესატაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 6. კომისიის სამდივნო
- მუხლი 7. კომისიის საქმიანობაზე დამკვირებელი
- მუხლი 8. კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 9. კონკურსის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 11. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 12. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პროცედურა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2, №19, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.113.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1970928/muxli-2/