1. კონკურსის/ატესტაციის ამოცანებია:
ა) კანდიდატის/მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის/მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა;
გ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
დ) მოხელისათვის საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
ე) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
ვ) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
ზ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
თ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
2. კონკურსის/ატესტაციის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა;
ბ) გამჭვირვალეობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა კანდიდატისთვის/მოხელისთვის;
გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
დ) საჯაროობა – კონკურსის/ატესტაციის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის/ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ე) კოლეგიურობა – კონკურსის/ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს კომისიის მიერ;
ვ) კორექტულობა – კონკურსის/ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე/მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 28.02.2013
მუხლი 2. კონკურსის/ატესტაციის ამოცანები და პრინციპები
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 3. კომისიის ფუნქციები
- მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 5. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 6. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 7. კომისიის რეგლამენტი
- მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 9. კომისიის სამდივნო
- მუხლი 10. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 12. კანდიდატის უფლება საკონკურსო ადგილის შეცვლაზე და არჩევაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2, №396, 28.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84052/muxli-2/