1. კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს კონკურსით დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება და/ან გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ სხვა მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით თანამდებობაზე, რომლის სამსახურებრივი ფუნქციის შესრულება დაკავშირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ამ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაზე შესაბამისი დაშვების გაფორმების შემდეგ