1. კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება, შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით ან განცხადება ერთდროულად შემოიტანოს ორ თანამდებობაზე.
2. თუ კანდიდატის განცხადებას თან არ ერთვის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბუთები, სამდივნო არ მიიღებს განცხადებას. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა განცხადება მიღებული იქნება სამდივნოს მიერ და რომელთა მიერ წარმოდგენილი საბუთები ადასტურებს ვაკანტური თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა წევრი წერილობით აცნობებს მიღებულ გადაწყვეტილებას იმ პირს, რომელიც არ იქნება დაშვებული კონკურსზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხდება სამდივნოს წარდგინებით და მას არ სჭირდება კომისიის სხდომაზე განხილვა
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 28.02.2013
მუხლი 12. კანდიდატის უფლება საკონკურსო ადგილის შეცვლაზე და არჩევაზე
თავი III — კონკურსი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 7. კომისიის რეგლამენტი
- მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება
- მუხლი 9. კომისიის სამდივნო
- მუხლი 10. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
- მუხლი 11. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
- მუხლი 13. კონკურსის ჩატარების პირობები
- მუხლი 15. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 16. კონკურსის შედეგები
- მუხლი 18. ატესტაციას დაქვემდებარებული პირები
- მუხლი 19. ატესტაციის დრო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 12, №396, 28.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84052/muxli-12/