1.  ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
3.  კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე