ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის აპარატები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე).

ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარ