საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს  ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.

ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარეს) მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.

საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო

ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.

თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

ატესტაციის დასრულებად ითვლება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულებ