1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)     მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. კომისია იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას მოხელის შეფასების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები.
5. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
6. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში