1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2. კანდიდატს/მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
4. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის/ატესტაციის რომელიმე ეტაპზე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. ამასთან, ყოველ წევრს უფლება აქვს ოქმს თან დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
7. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
თავი VI
საჯარო მოხელეთა რეზერვ
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 28.02.2013
მუხლი 24. საპრეტენზიო კომისია
თავი V — საპრეტენზიო კომისია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 24, №396, 28.05.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.139 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84052/muxli-24/