1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგები შეიტანება საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №2).
3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მინისტრს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. მინისტრი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ ატესტაციის დასრულებიდან 3 კვირის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, მინისტრს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
7. ატესტაციის დასრულებიდან ერთ თვეში საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების შესახებ: ატესტაციის ჩატარების ფორმების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, შედეგებისა და სხვა მონაცემთა მითითებით