ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდში), ამასთან, მოხელის დანიშვნიდან მის ატესტაციამდე პერიოდი არ შეიძლება იყოს 6 თვეზე ნაკლები;
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ