1.  ატესტაციას ექვემდებარება:
ა)  მოხელე სამ წელიწადში ერთხელ;
ბ)  მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ)  რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ)     კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2.  ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა)  მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
ბ)  მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
3.  მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება ატესტაციას მომავალ წელს