1.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან ერთად ატესტაციის ჩატარების პერიოდში ფუნქციონირებს საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობას, თავმჯდომარეს და ორ წევრს, ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2.  საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამი დღის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
3.  საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები