1.
საპრეტენზიო კომისიის სხდომას იწვევს და უძღვება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.  საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობიდან ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით ინიშნება თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2.
საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ  სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
3.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი