1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.
2. ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) გამოსაცდელის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) გამოსაცდელის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.
4. ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გამოსაცდელისთვის გაცნობა