1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

ა) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

ბ) იმ პირთა სია, რომელთაც წარმატებით დაძლიეს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

2. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებს უგზავნის  სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგების საფუძველზე სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს სპეციალური მასწავლებლის სტატუსებს და უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ათავსებს აღნიშნულ ინფორმაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

3. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტის დაგროვებას, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

4. გამოსაცდელს ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულა დაგროვებულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ქულის ტოლი ან ამ ქულაზე მეტი აღმოჩნდება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ტესტირების ჩატარებამდ